რუსეთი ნორვეგიის მუშაობას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა ქვეყნებთან პროვოკაციულად განიხილავს და აფრთხილებს, რომ ნორვეგიის მცდელობა გააძლიეროს თავისი სამხედროები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, სავარაუდოდ, სასიკვდილო ზარი იქნება ოსლო-მოსკოვის ურთიერთობების წინსვლისთვის.
„ოსლო ახლა არის არქტიკაში ნატოს ყველაზე აქტიურ მხარდამჭერთა შორის“, – განაცხადა ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, იტყობინება TASS.
“ჩვენ განვიხილავთ რუსეთის საზღვრებთან მსგავს მოვლენებს, როგორც ოსლოს მიზანმიმართულ სწრაფვას ევრო-არქტიკულ რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისა და რუსეთ-ნორვეგიის ურთიერთობების საბოლოო განადგურებისკენ”,_ განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, ნებისმიერ შემდგომ „არამეგობრულ ქმედებას მოჰყვება დროული და ადეკვატური რეაგირება“.
Dailybeast-ის ინფორმაციით, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ორშაბათს განახაცადა, რომ ნატოს ქვეყნები უნდა იყვნენ მზადყოფნაში რუსეთის აგრესიის მიმართ უკრაინაში ომის ფონზე.
„დღეს ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთს მოუნდება ომში უშუალოდ ნორვეგიის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ჩართვა, მაგრამ უკრაინის ომი აუცილებლობას ხდის, რომ ნატოს ყველა ქვეყანა იყოს უფრო ფხიზლად”,_ განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა.