ოდესის ოლქის ადმინისტრაცია იუწყება, რომ რუსეთის არმიამ რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით შეუტია.
ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური კრუკიმ, მოსახლეობა გააფრთხილა თავდასხმების შესაძლო მეორე ტალღის შესახებ.
„საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგების მიხედვით, არის სროლები. საბრძოლო სამუშაოები გრძელდება და შესაძლებელია მეორე ტალღა“, – თქვა იური კრუკიმ.
მანამდე უკრაინული მედია იტყობინებოდა რამდენიმე აფეთქების შესახებ ოდესაში, ხოლო რეგიონში საჰაერო თავდასხმა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც თავდასხმის შესახებ პირველი ცნობები გამოჩნდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის სამხრეთით რუსეთმა 17-მდე “შაჰიდის” დრონი გამოიყენა. უწყება ამბობს, რომ უკრაინამ 14 დრონი ჩამოაგდო.
ავტორი