იმ შემთხვევაში თუ ფინეთი ნატოში გაწევრიანდება რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს,_ ამის შესახებ კრემლში განაცხადეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში.
„რუსეთი იძულებული იქნება, გადადგას საპასუხო ნაბიჯები, როგორც სამხედრო-ტექნიკური, ასევე სხვა ხასიათის, რათა გაანეიტრალოს მის ეროვნულ უსაფრთხოებაზე არსებული საფრთხეები”.
თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.