რუსეთი ემზადება უკრაინაში შეტევის შემდეგი ეტაპისთვის, _ თქვა Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედრო ოფიციალურმა პირმა, მას შემდეგ რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ მისი ძალები გააძლიერებენ სამხედრო ოპერაციებს “ყველა ოპერატიულ რაიონში”.
რუსულმა რაკეტებმა დაარტყეს ქალაქებს, რომლებსაც კიევის თქმით, ბოლო დღეებში ათობით ადამიანი შეეწირა.
“ეს არ არის მხოლოდ სარაკეტო დარტყმები საჰაერო სივრციდან და ზღვიდან”, – თქვა შაბათს უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიიმ. „ჩვენ ვხედავთ დაბომბვას მთელი შეხების ხაზზე, მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, აქტიურად გამოიყენება ტაქტიკური ავიაცია და თავდასხმის შვეულმფრენები. ცხადია, ახლა მიმდინარეობს მზადება შეტევის შემდეგი ეტაპისთვის.”
უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, აჯგუფებს დანაყოფებს სლოვიანსკის შეტევისთვის, რომელიც სიმბოლურად მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც უკრაინას უჭირავს დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში.