CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი განაცხადა თანამგზავრების კოსმოსურ სადგურზე გაშვებაზე, რომელიც StarLink-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, OneWeb არის ლონდონში დაფუძნებული სატელიტური სტარტაპი, რომელიც გლობალური ინტერნეტი კავშირის გადაუმჯობესებლად ისწრაფვის და ილონ მასკის StarLink-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია.
ჯგუფი 36 წევრისგან შედგება, მათ შორის არის რუსეთიც. გეგმის მიხედვით, კოსმოსში 648 თანამგზავრი უნდა გაშვებულიყო, მაგრამ ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა თანხმობა არ განაცხადა და მიზეზად რუსეთისთვის დაწესებული სანქიცები გამოიყენა. გეგმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა, ახლა საფრთხეშია, რადგან, როგორც ჩანს, რუსეთის კოსმოსურ სააგენტოს არ სურს ამ გეგმის განხორციელება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ OneWeb-მა და რუსეთმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მონაწილეობას მიიღებდა სატელიტების წარმოების დაფინანსებაში, შემდეგ კი გაშვებულ სატელიტებს თავისთვის გამოიყენებდა. თუმცა რუსეთ-უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო, სავარაუდოდ, პროექტი დიდი ხნით გადაიდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სიტუაცია კვლავ დაძაბულია, მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სარაკეტო დარტყმების ხმები. რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს და დაიკავეს ხერსონის ოლქი.
[sexy_author_bio]