რუსეთი უკრაინაში ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს. ინფორმაციას The Financial Times ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეტევა სავარაუდოდ მიზნად ისახავს მთელი დონბასის რეგიონის აღებას და შესაძლოა დაიწყოს ლუგანსკის ოლქის დასავლეთით, ქალაქ კრემინასა და ლიმანთან ახლოს, სადაც რუსეთი ძალებს აგროვებს უკვე რამდენიმე კვირაა.
გარდა ამისა, რუსეთი აგროვებს თავის ჯარებს დონეცკის ოლქის სამხრეთით, დამატებითი ძალებით განლაგებულია ოკუპირებული მარიუპოლის მიმდებარე სოფლებში.
რუსეთის მიზანია შეტევის დაწყება მანამ, სანამ უკრაინა მიიღებს დასავლურ ტანკებსა და იარაღს.
ანონიმურმა უკრაინელმა სამხედრო მრჩეველმა თქვა, რომ რუსეთის განახლებულ თავდასხმას სავარაუდოდ ელიტარული ქვედანაყოფები უხელმძღვანელებენ.
“ეს არის სათანადო მექანიზებული ბრიგადები, მაშინაც კი, თუ ისინი ნაკლებად ქმედუნარიანები არიან, ვიდრე ომის დასაწყისში იყო. მათ გააძლიერეს VDV [საჰაერო სადესანტო] და საზღვაო ქვედანაყოფები. ესენი არ არიან ავტობუსის მძღოლები და სკოლის მასწავლებლები,” თქვა მან.