რუსეთის არმია უკრაინაში გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობას იყენებს, როგორც „სამხედრო სტრატეგიის“ ნაწილს – ამის შესახებ გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტებში სექსუალური ძალადობის საკითხებში, პრამილა პატენმა AFP-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გაერომ თებერვლიდან მოყოლებული გადაამოწმა უკრაინაში გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის ინციდენტების „ასზე მეტი შემთხვევა“, ნაწილობრივ მოჰყავს სექტემბერში გაეროს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებიდან.
როგორც CNN წერს, კომისიამ განაცხადა, რომ აღმოაჩინა მტკიცებულებები ომის დანაშაულების შესახებ, მათ შორის, ბავშვების გაუპატიურებისა და წამების შემთხვევები, სავარაუდო შემთხვევების რაოდენობის დაზუსტებული არ არის.
”როდესაც გესმით ქალების ჩვენება, ვიაგრათი აღჭურვილი რუსი ჯარისკაცების შესახებ, ეს აშკარად სამხედრო სტრატეგიაა”, – თქვა პატენმა.
პატენმა აღნიშნა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ასაკი გაეროს მიერ გამოძიებულ საქმეებში მერყეობს 4-დან 82 წლამდე.
„ბევრი შემთხვევაა სექსუალური ძალადობა ბავშვებზე, რომლებსაც აუპატიურებენ, აწამებენ და იტაცებენ“. – თქვა გაეროს წარმომადგენელმა.
პატენმა ასევე თქვა, რომ მსხვერპლთა რიცხვი „არასდროს ასახავს რეალობას“, რადგან ეს არის არასაკმარისი დანაშაული.
ივნისში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კატერინა პავლიჩენკომ განაცხადა, რომ პოლიციამ მიიღო დაახლოებით 50 საჩივარი რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულის შესახებ. პროკურატურა, ასევე იძიებს ხარკოვის რეგიონში გაუპატიურების რიგ ბრალდებას მას შემდეგ, რაც უკრაინამ ახლახან დაიბრუნა იქ ტერიტორია.
რუსეთის მთავრობის სპიკერს, დიმიტრი პესკოვს სექტემბერში ჰკითხეს რუსეთის ძალების მიერ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრალდებების შესახებ, სანამ გაეროს პანელი გამოაქვეყნებდა მის დასკვნებს, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს ყველაფერი “ტყუილია”.
ავტორი