აშშ-ს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპს კრემლის პოზიცია გააცნო _ რუსეთი ითხოვს, განახორციელოს კონტროლი უკრაინის ოთხ რეგიონზე.
უიტკოფმა მოახსენა ტრამპს, რომ ამ პირობის შესრულება დააჩქარებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, _ იუწყება Reuters.
Reuters-ის ცნობით, ტრამპის რამდენიმემ თანამებრძოლი რესპუბლიკური პარტიიდან ფიქრობენ, რომ უიტკოფს ზედემატად პრორუსული პოზიცია უჭირავს.
აშშ-ს სპეცწარმომადგენელმა უკრაინაში კიტ კელოგმა აცნობა ტრამპს, რომ უკრაინა მზადაა წავიდეს გარკვეულ დათმობებზე, თუმცა, ხსენებული რეგიონების რუსეთისთვის დათმობას არ აპირებს.