რუსეთის VTB-ის ევროპული შვილობილი კომპანია (VTBR.MM) სახელს იცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფრანკფურტში დაფუძნებული ბანკი, რომელზეც უკვე შემოღებულია მარეგულირებლების მიერ სანქციები და ლიკვიდაციაშია გასული წლიდან, ამიერიდან ცნობილი იქნება როგორც OWH SE.
როგორც reuters იუწყება, ამის შესახებ ფრენკ ჰელვიგმა, VTB-ის ევროპის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ევროპაში VTB-მა მიიზიდა ათიათასობით გერმანიის მოქალაქე თავისი შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ანაბარზე და ფრანკფურტის ყინულის ჰოკეის გუნდის, Lions-ის სპონსორმა.
მაგრამ ომის დაწყების შემდეგ, შემნახველებმა გაიტანეს ფული, რამაც მარეგულირებელი ორგანიზაციები აიძულა მართონ გადინება და კონტროლი 2022 წლის აპრილიდან აიღეს, მას შემდეგ, რაც სანქციები დაწესდა.
VTB ჯერ კიდევ ოფიციალურად ფლობს ევროპულ შვილობილ კომპანიას. ჰელვიგის თქმით, დაუკავშირდა ბანკის რუსეთის სათაო ოფისს, რომ მიეღო ნებართვა, გაეგრძელებინა მუშაობა სახელწოდებით, სანამ სალიცენზიო ხელშეკრულება დასრულდებოდა. ვითიბიმ უარი თქვა.
OWH სათავეს იღებს კრედიტორის, Ost-West Handeslbank-იდან.
როგორც reuters იუწყება, VTB-იმ დაუყოვნებლივ არ უპასუხა კომენტარს.
_ ლიკვიდაციის პროცესი სავარაუდოდ გაგრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ბანკმა მიაღწია მნიშვნელოვან ეტაპს,_ თქვა მირო ზადრომ, მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა.
Direktbank-ის განყოფილება, რომელიც საცალო შემნახველებს ემსახურებოდა, დაიხურა.