პუტინის თქმით, დასავლეთი საინფორმაციო თავდასხმების სამიზნედ, პირველ რიგში, რუს ახალგაზრდობას ირჩევს. ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვისას მან დასავლეთის “გარყვნილებაზე”, “პედოფილიაზე”, “ერთსქესიანთა ქორწინებასა” და “ეროვნული იდენტობის” ნგრევაზე ისაუბრა.
პუტინი თავის გამოსვლებში რეგულარულად აღნიშნავდა, რუსი ბავშვების და მათი დაცვის აუცილებლობას დასავლეთის კორუფციული გავლენისგან.
„ნახეთ რას აკეთებენ ისინი საკუთარ ხალხთან – ოჯახის ნგრევა, კულტურული და ეროვნული იდენტობა, გარყვნილება და ბავშვების შეურაცხყოფა, პედოფილია, მათი ცხოვრების ნორმად არის გამოცხადებული და მღვდლები იძულებულნი არიან დალოცონ ერთსქესიანთა ქორწინება“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, დასავლეთი საინფორმაციო თავდასხმების სამიზნედ, პირველ რიგში, რუს ახალგაზრდობას ირჩევს
„მათ არ შეუძლიათ არ გააცნობიერონ, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია, ამიტომ ისინი სულ უფრო და უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმებს ახორციელებენ ჩვენს წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ახალგაზრდა თაობას ირჩევენ“, – თქვა პუტინმა.
მისი თქმით, არავინ აპირებს ზრდასრულთა პირად ცხოვრებაში შეჭრას, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაივიწყონ წმინდა წერილი და ყველა სხვა მსოფლიო რელიგიის მთავარი წიგნი.
„აქ ყველაფერი ნათქვამია, მათ შორის, რომ ოჯახი არის კავშირი. კაცისა და ქალის, მაგრამ ეს წმინდა ტექსტებიც კი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას!
ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი შვილები და ამას გავაკეთებთ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს შვილებს დეგრადაციისა და გადაგვარებისგან!” – აღნიშნა პუტინმა.
ავტორი