რუსეთის დასჯის მცდელობა უკრაინაში შეჭრისთვის, კაცობრიობას საფრთხეს უქმნის,_ ამის შესახებ განცხადება რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
“აბსურდულია იმ ქვეყნის დასჯის იდეა, რომელსაც აქვს ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული პოტენციალი. და პოტენციურად საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობას“, – თქვა მედვედევმა, ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის თანახმად, რუსეთი და შეერთებული შტატები აკონტროლებენ მსოფლიოში ბირთვული ქობინების დაახლოებით 90%-ს, დაახლოებით 4000 ქობინი თითოეულ მათ სამხედრო მარაგში.