რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ორი პირობა წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია “РИА Новости” „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.
„პირველი, პრეზიდენტმა უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებიდან.
მეორე, დააფიქსიროს შეთანხმების საფუძველზე ყირიმის აღიარებისა და უბლოკო სტატუსის მიღების შესახებ ვალდებულება, ასევე ვალდებულება დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დუმის სპიკერმა.