რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკას კოლაფსი არ ემუქრება და ამტკიცებს, რომ “განვითარების ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ”.
მისი თქმით, მთავრობამ უკვე მიიღო ოპერატიული გადაწყვეტილებები ხალხისა და ეკონომიკის მხარდასაჭერად – “სოციალური გადასახადები, მაღალტექნოლოგიური მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და საბანკო სექტორის დამატებითი დაფინანსება“. ზოგადად, ეკონომიკაში კოლაფსი არ იქნება” ამტკიცებს მედვედევი.
მისივე თქმით, „რუსეთს ჰყავს მრავალი სანდო პარტნიორი არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში“ და მათთან თანამშრომლობა “ბევრად მეტი სარგებლის” მომტანია.