“წუხელ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით, ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს”, – წერს უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი .
„გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით. სამიზნეები? არა ჯარისკაცები და იარაღი, არამედ კიევის საცხოვრებელი სივრცეები – აფეთქებენ სამოქალაქო მატარებლებს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მისიების ოფისებსა და უდანაშაულო სამოქალაქო პირებს.
ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს“, – დაწერა კელოგმა.
Last night Russia launched the second largest aerial attack of the war with 600 drones and 31 missiles. The targets? Not soldiers and weapons but residential areas in Kyiv—blasting civilian trains, the EU & British mission council offices, and innocent civilians.
These egregious… pic.twitter.com/qulsiPlTy1
— Keith Kellogg (@generalkellogg) August 28, 2025






























































