უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის სავარაუდო დანაკარგებმა შეადგინა 21,800 პერსონალი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
სულ კი რუსეთის ჯამური სავარაუდო დანაკარგი 24 თებერვლიდან 24 აპრილამდეა: ტანკები – 873, ჯავშანტექნიკა – 2238, საარტილერიო სისტემები – 408, MLRS – 147, საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 69, თვითმფრინავი – 179, შვეულმფრენები – 154, მანქანა – 1557, გემი/ნავი – 8, ოპერატიული და ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი – 191, სპეცტექნიკა – 28 და მობილური SRBM სისტემები – 4.