საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კრიტიკულ მედიაზე ცენზურის დაწესებით ივანიშვილი რუსეთს ბაძავს და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“დარჩენილ ორ კრიტიკულად განწყობილ ტელეარხზე ცენზურის დაწესებით, რაც გზას უხსნის მძიმე ჯარიმებს და მაუწყებლობისთვის ლიცენზიების შეჩერებას, ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსეთის „მიბაძვის“ და მისი დირექტივებისადმი მორჩილების შემდეგი ნაბიჯია. ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს რეაგირებისკენ მოგიწოდებთ”,_ წერს ზურაბიშვილი.


































































