რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს – ამის შესახებ theguardian უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ სეპარატისტები თავს დაესხნენ 122 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებით. გაერთიანებული ძალების სარდლობის ცნობით, ბოლო 24 საათში დაბომბვის შედეგად გამოწვეულ 17 ინციდენტთან გამკლავება მოუწიათ. ჩააქრეს რამდენიმე ხანძარი.
სამხედროებმა გაავრცელეს ფოტოები, სადაც ნაჩვენებია ბოლო ერთი საათის განმავლობაში საარტილერიო დარტყმები დონეცკის ოლქის სოფელ ნოვოლუგანსკოეზე, აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი ქალაქ ჰორლივკას ჩრდილოეთით, სადაც თეთრი კვამლის ღრუბელი ჩანს სახლების ზემოთ და ხეების გარშემო.
მათივე ინფორმაციით, სეპარატისტული მხარის კონტროლის ხაზზე განხორციელდა საარტილერიო თავდასხმის 74 შემთხვევა, 39 დასახლებული პუნქტი დაზარალდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. ხუთ სოფელს ელექტროენერგია შეუწყდა.
უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სეპარატისტები თავს დაესხნენ 122მმ-იანი საარტილერიო ჭურვებით.
Theguardian წერს, რომ გაერთიანებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ მათ მოუწია ბოლო 24 საათის განმავლობაში დაბომბვის შედეგად გამოწვეულ 17 ინციდენტთან გამკლავება. სამხედროებმა რამდენიმე ხანძარი ჩააქრეს.
[sexy_author_bio]