რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები გრძელდება.
როგორც უკრაინული მედია წერს, ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქებებს ყირიმის საოკუპაციო მთავრობაც ადასტურებს.
როგორც მედია წერს, ბახჩისარაიში აფეთქებები სამხედრო აეროდრომზე მოხდა. ყირიმის ე.წ ხელმძღვანელის სერგეი აქსიანოვის თქმით, ქალაქებში რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა.
ასევე დღეს, 20 აგვისტოს დილას, სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა.
ოკუპირებული ყირიმის გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, მოგვიანებით დრონი სწორედ ამ შენობის თავზე ჩამოაგდეს და ცეცხლი სწორედ მას გაუჩნდა.
ავტორი