Washington Post-ის ინფორმაციით, მოსკოვმა თებერვალში მოამზადა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „აუცილებელია უკრაინის ხელისუფლების სრული დემონტაჟი“.
დოკუმენტში უარყოფილია აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმა, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 100 დღის განმავლობაში, როგორც „შეუსრულებელი“ და ნათქვამია, რომ „უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა 2026 წლამდე ვერ მოხდება“.
გარდა ამისა, რუსეთი არ დაუშვებს უკრაინაში არც ერთი ქვეყნის მშვიდობისმყოფელების შეყვანას და მოითხოვს, მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების აღიარებას.
რუსეთი ითხოვს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებთან ბუფერული ზონის შექმნას, ყირიმის ახლოს დემილიტიზირებული ზონის შექმნას: „ეს პირობა აუცილებლად იმოქმედებს ოდესის ოლქზეც“, _ აღნიშნავს Washington Post.
და ბოლოს: დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების „სრულ დემონტაჟი“.