უკრაინაში, ბოლო 4 დღის განმავლობაში, რუსეთის აგრესიის შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ვიქტორ ლიაშკო ავრცელებს.
“მეოთხე დღეა… დღე და ღამე მიმდინარეობს დაჭრილების გადარჩენის ოპერაციები, ვცდილობთ სიცოცხლის გადარჩენას. ბავშვებსაც ვუკეთებთ ოპერაციებს. სამწუხაროდ 16 ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეს არის იმის შედეგი, რომ რუსული არმია, რომელსაც არმია არ შეიძლება ვუწოდოთ, რადგან არმია არ ესვრის ექიმებს, ბავშვებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს – ტერორისტები ესვრიან მათ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ არის ჯარი – ესენი ტერორისტები არიან”- ამბობს ლიაშკო.