BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უბრძანა თავის სამხედროებს გააუქმონ გეგმები მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის შტურმის შესახებ და მოუწოდა „დაბლოკონ ეს ინდუსტრიული ტერიტორია ისე, რომ ბუზსაც კი არ შეეძლოს გაქცევა“.
ბოლო ცნობებით, უკრაინელი მებრძოლები თავს აფარებენ ქალაქის უზარმაზარ ფოლადის ქარხანას, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება მძიმე პირობებში.
პუტინი ასევე მიესალმა რუსეთის მიერ მარიუპოლის “განთავისუფლებას” მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უთხრა, რომ რუსული ძალები ახლა აკონტროლებენ უკრაინის საპორტო ქალაქს ქარხნის გარდა.