რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გრუშკოს თქმით, არ არსებობს გარანტიები, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, ალიანსთან “ინციდენტები” არ იქნება.
“ჩვენ უაღრესად შეშფოთებული ვართ, იარაღის მიწოდების პროგრამებით. ასეთ მდგომარეობაში ყველაფერი საშიშია, არ არსებობს გარანტიები, რომ რაიმე სახის ინციდენტები არ იქნება”, – თქვა გრუშკომ.
NATO-ს წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ თავიანთი სამხედრო პოტენციალის გამოყენებას და უკრაინის ვითარებაში ჩარევას. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მხოლოდ ერთი დღით ადრე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ალიანსი არ გაგზავნის ჯარს ან სამხედრო თვითმფრინავს უკრაინაში.
ამასთან დაკავშრებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ ეს პოზიცია მიუთითებს, რომ NATO-ს მოქმედებაში რაღაც საღი აზრი მაინც დარჩა.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნატოს ქმედებებში სულ მცირე გონიერება დარჩა“, – თქვა გრუშენკომ.