დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადება იმის ნიშანია, რომ კიევმა რუსეთის პრეზიდენტს აჯობა. ამის შესახებ ტრასმა CNN–თან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პუტინმა მობილიზაციაზე ბრძანება იმიტომ გასცა, რომ ის ომს აგებს.
“მან უკრაინაში შეჭრით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, უკრაინელებმა მას [პუტინს] აჯობეს. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელები აგრძელებენ წინსვლას რუსეთის წინააღმდეგ შეტევებში. ვფიქრობ, რომ პუტინი არ ელოდა თავისუფალი სამყაროს ძლიერ რეაქციას“, – თქვა მან.
ინტერვიუში ტრასი პუტინის მუქარასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტის “ყალბი მუქარების მოსმენის ნაცვლად, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს“.
ავტორი