რუსეთის საომარ ქმედებებს უკრაინაში 262 უკრაინელი სპორტსმენის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 363 სპორტული ობიექტი განადგურდა,_ ამის შესახებ განცხადება reuters-ის ინფორმაციით, სპორტის მინისტრმა ვადიმ ჰუტსაიტმა გააკეთა.
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მოწვეულ პრეზიდენტთან, მორინარ ვატანაბესთან შეხვედრისას, ჰუტსაიტმა თქვა, რომ არცერთი სპორტსმენი რუსეთიდან არ უნდა იყოს დაშვებული ოლიმპიადაზე ან სხვა სპორტულ შეჯიბრებებზე.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა რუსი და ბელარუსიელი სპორტსმენების ეტაპობრივად დაბრუნებას საერთაშორისო შეჯიბრებებში, როგორც ნეიტრალურების, თუმცა არ გადაუწყვეტია მათი მონაწილეობა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე.
როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება, Reuters-მა დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების რაოდენობა ან ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი ობიექტი განადგურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის ეროვნული დონის სპორტსმენებმა ნებაყოფლობით აიღეს იარაღი თავიანთი ქვეყნის დასაცავად.
მხოლოდ წელს დაღუპულთა შორის იყვნენ მოციგურავე დმიტრო შარპარი, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა ბახმუტთან, და ვოლოდიმირ ანდროშჩუკი, 22 წლის დეკატლონის ჩემპიონი და მომავალი ოლიმპიური თამაშების იმედი.