უკრაინაში, ირპინში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებს ამერიკელი ჟურნალისტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას anadolu ავრცელებს.
“ბრენტი იყო ნიჭიერი ფოტოგრაფი და კინორეჟისორი, რომელმაც წვლილი შეჰქონდა The New York Times-ში წლების განმავლობაში”, – ნათქვამია გამოცემის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ჟურნალისტი იქ მათი დავალებით არ იმყოფებოდა. გარდა ამისა, გამოცემა აცხადებს იმასაც, რომ სამკერდე ნიშანი, რომელიც ბრენტს ჰქონდა, წლების წინ იყო გაცემული.