რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა – ამის სესახებ rbc წერს.
აგვისტოში სასამართლომ მას შინაპატიმრობა შეუფარდა. მისმა ყოფილმა ქმარმა რუსულ მედიას 1 ოქტომბერს განუცხადა, რომ იგი გაიქცა შინაპატიმრობიდან მათ ქალიშვილთან ერთად. ყოფილი ქმარი ამბობს, რომ მისთვის უცნობია სად წავიდნენ ისინი.
„მარინა ძებნაშია იმის გამო, რომ ის არ იმყოფებოდა აღკვეთის ღონისძიების შინაპატიმრობის სახით შეფარდების ადგილზე. მე მაქვს კონტაქტი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან. დამირეკეს და მკითხეს, ვიცოდი თუ არა მარინას ადგილსამყოფელი. მე არ ვიცი. ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებს უკიდურესად უარყოფითად ვაფასებ“, – განუცხადა RBC-ს მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატმა დიმიტრი ზახვატოვმა.
ოვსიანიკოვას ბრალი ედება, სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 კოდექსით, რაც გულისხმობს, რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება საჯაროდ, პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე. ამ მუხლით ჟურნალისტს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ჟურნლისტის მიმართ ბრალდებების მიზეზი იყო პიკეტი ტელევიზიაში, რომელიც ოვსიანიკოვამ ივლისის შუა რიცხვებში გამართა, რომლის შემდეგ ჟურნალისტი წავიდა მოსკოვში, სოფისკაიას სანაპიროზე, ომის საწინააღმდეგო პლაკატით, უკრაინაში დაღუპული ბავშვების ფოტოებით.
აგვისტოში ზახვატოვმა განაცხადა, რომ ოვსიანიკოვის სახლი ჩატარდა ჩხრეკა, ჯარის დისკრედიტაციის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც აღძრული იყო საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ. ადვოკატის თქმით, უშიშროების ძალებმა მას ადგილზე მისვლაზე და ლოდინზე უარი უთხრეს და ჟურნალისტს სახლი „გაუტეხეს“. 11 აგვისტოს სასამართლომ მას შინაპატიმრობა შეუფარდა.
ავტორი