რუსეთის თავდაცვის სამინისტრო “ვაგნერის” მებრძოლებს მიმართავს.
უწყება “ვაგნერის” მებრძოლებს მოუწოდებს უარი თქვან შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობაზე. სამინისტრო ამბობს, რომ სამხედროები მოტყუებით ჩართეს პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში.
“მივმართავთ ვაგნერის თავდასხმის რაზმების მებრძოლებს. თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულების პრიგოჟინის კრიმინალურ ავანტიურაში და შეიარაღებულ აჯანყებაში.რამდენიმე რაზმიდან თქვენმა ბევრმა თანამებრძოლმა თავისი შეცდომა უკვე გააცნობიერა და მუდმივი განლაგების პუნქტებში უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის დახმარება ითხოვა,” – ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ყველა მებრძოლსა თუ მეთაურს, ვინც მათ მიმართა, საჭირო დახმარება აღმოუჩინეს.
“გთხოვთ გამოიჩინოთ გონივრულობა და რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველას უსაფრთხოების გარანტიას გაძლევთ”, – ამბობს სამინისტრო.