რუსეთისა და უკრაინის ომში გადამწყვეტი დონბასისთვის ბრძოლაა. ამ სათურით სტატიას cnbc აქვეყნებს.
რუსეთის ახალი შეტევა დონბასის რეგიონში შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ომში, გვაფრთხილებენ ანალიტიკოსები და შეიძლება განსაზღვრონ, თუ როგორ გამოიყურება ქვეყნის ტერიტორიული საზღვრები მომდევნო კვირებში და წლებში.
„აღმოსავლეთში რუსული ომის მანქანა შეიძლება სწრაფად აღმოჩნდეს ძალიან მტკივნეული საფრთხე უკრაინისთვის“, _ განუცხადა სამშაბათს CNBC-ს საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელმა მაქსიმილიან ჰესმა.
”რუსეთის ომის მიზნები საკმაოდ ვრცელი რჩება,”_ დასძინა ჰესმა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება ბრძოლა დონბასისთვის.