რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებული შტატების 500 მოქალაქეს, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რუსეთში შესვლა აუკრძალა. სანქცირებულთა შორის არიან თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსნები, კონგრესმენები და სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელები.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ეს არის საპასუხო ნაბიჯი შეერთებული შტატების მიერ მანამდე დაწესებულ ახალ სანქციებზე.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ უარს ეუბნება აშშ-ის საელჩოს, ციხეში მოინახულოს The Wall Street Journal-ის დაკავებული ჟურნალისტი, ევან გერშიკოვი.