დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებად ანგარიშში წერია, რომ რუსეთმა, დიდი ალბათობით, ბოლო 10 დღის განმავლობაში, უკრაინაში სულ მცირე 4 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსეთს 55-მდე თვითმფრინავი ჰყავს დაკარგული.
უწყებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა დანაკარგების ეს ზრდა ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმის გამო, რომ რუსეთი ცდილობს მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს რუსეთის სახმელეთო ძალებს უკრაინის წინსვლის ზეწოლის ქვეშ.
ბრიტანული დაზვერვა ამბობს, რომ რუსი პილოტების სიტუაციური ცნობიერება ხშირად ცუდია.