BBC – ის ინორმაციით, პუტინი იწყებს რუსეთში ყველაზე დიდ სამხედრო გაწვევას ბოლო წლების განმავლობაში.
მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოიძახა 18-30 წლამდე ასაკის 160 000 კაცი.
საგაზაფხულო გაწვევა სამხედრო სამსახურში რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა მას შემდეგ, რაც პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა უნდა გაზარდოს თავისი ჯარის საერთო რაოდენობა თითქმის 2,39 მილიონამდე, ხოლო აქტიური სამხედროების რაოდენობა 1,5 მილიონამდე.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალწვეულებს არ გაგზავნიან უკრაინაში საბრძოლველად, რასაც რუსეთი თავის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.