რუსეთმა შეამცირა დიპლომატიური ურთიერთობები ესტონეთთან და გააძევა ქვეყნის ელჩი “რუსოფობიის” ბრალდებების გამო. ამის შესახებ BBC წერს.
ეს ნაბიჯი მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას ესტონეთმა უმასპინძლა დასავლური თავდაცვის ოფიციალური პირების შეხვედრას მის დედაქალაქ ტალინში, რათა აღუთქვას შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას.
„ბოლო წლებში ესტონეთის ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად ანგრევს რუსეთთან ურთიერთობების მთელ სტრუქტურას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებამ ტალინი დაადანაშაულა “საბან რუსოფობიის” და “მტრობის კულტივირების” “სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე” ამაღლებაში.
მოსკოვმა, ასევე დაადანაშაულა ესტონეთი ტალინში რუსეთის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობის შემცირებაში.
ესტონეთის ელჩი მარგუს ლაიდრი დღეს, 23 იანვარს დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და „გადასცეს მტკიცე პროტესტის განცხადება ესტონეთის ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ“.
ლაიდრი რუსეთის ფედერაციას 7 თებერვალს დატოვებს.
„ესტონურმა მხარემ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა რუსეთსა და ესტონეთს შორის ურთიერთობებში მოვლენების ამ შემობრუნებაზე.
ჩვენ გავაგრძელებთ რეაგირებას ესტონეთის ხელმძღვანელობის მხრიდან მტრულ ქმედებებზე“, – აცხადებენ სამინისტროში.
ესტონეთი ნატოს მოკავშირეების ჯგუფის ნაწილია, რომელიც კატეგორიულად ამტკიცებს, რომ გერმანიამ თავისი Leopard 2 საბრძოლო ტანკები მიაწოდოს უკრაინას, რათა დაეხმაროს კიევს რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ავტორი