ბრიტანული დაზვერვის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რამდენიმე ათასი შორეული რაკეტა გაუშვა. თუმცა, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, რუსეთმა გაზარდა სამიზნეების რაოდენობა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში, იმ ფონზეც კი, როდესაც ის, სავარაუდოდ, ვერ ხედავს მყისიერ სამხედრო შედეგებს.
როგორც ბრიტანულ დაზვერვაში აცხადებენ, ამ კატეგორიის სამიზნეები მოიცავს თავდასხმებს ელექტროქსელსა და კაშხალზე მდინარე ინგულეტზე, კრივოი როგში.
ასევე ანგარიშში აღნულია, რომ ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის პირისპირ, რუსეთმა, სავარაუდოდ, გააფართოვა ტერიტორიები, რომლებზეც მზად არის დარტყმისთვის, რათა შეარყიოს უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მორალი და სიმტკიცე.
ავტორი