რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხარკოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას unian ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევის დროს უკვე გაათავისუფლეს დაახლოებით 8500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.