რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე მასირებული საჰაერო შეტევა მიიტანა. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი თქმით, დაიბომბა კიევის დნეპროპეტროვსკის რაიონი. ამ დროისთვის ერთი დაშავებული ადამიანის შესახებ ვრცელდება ინფორმაციას.
დაბომბვისას დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. კიევის მარცხენა სანაპიროზე მოსახლეობას დენი შეფერხებით მიეწოდება. შეფერხებებია აგრეთვე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით.































































