უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს ყველა საჰაერო ობიექტი, რომლითაც მტერი წუხელ კიევზე შეტევას ცდილობდა.
“ზაფხულის პირველი დღე. ბავშვების დღე. რუსები კიდევ ერთ იერიშს ახორციელებენ დედაქალაქზე და ისევ კლავენ! ისინი კლავენ უკრაინელ ბავშვებს. ამ თავდასხმაში აგრესორმა გამოიყენა ოპერატიულ-ტაქტიკური სახმელეთო სარაკეტო სისტემები. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო საკრუიზო რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები (იარაღის საბოლოო რაოდენობას და ტიპს საჰაერო ძალები განსაზღვრავს), “ – განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი პოპკომ.
არსებული ინფორმაციით, ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებით გაანადგურეს.
სამწუხაროდ, ფრაგმენტების დაცემამ მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. დედაქალაქის დესნიანსკის რაიონში ფრაგმენტები დაეცა პოლიკლინიკასა და მიმდებარე კორპუსს. შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა.