რუსეთს დარჩა მხოლოდ 120 „ისკანდერი“, გამოყენებულია თანამედროვე რაკეტების, დაახლოებით, 80% -The Economist ამ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას ტერორისტულმა ქვეყანამ გამოიყენა თავისი თანამედროვე რაკეტების, დაახლოებით, 80%” – ნათქვამია მოხსენებაში.
სკიბიცკის თქმითვე, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნობილია კრემლის გეგმები, რაც ირანიდან Fateh-110 და Zofaghar ბალისტიკური რაკეტების შეძენას უკავშირდება – “ჩვენ ვიცით, რომ შეთანხმებები უკვე მიღწეულია”, – ამბობს უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი.