მსახიობი მორგან ფრიმენი აშშ-ს მოქალაქეთა იმ სიაში მოხვდა, რომლებსაც რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში შესვლა აუკრძალა.
„ცნობილმა კინომსახიობმა, რომელმაც 2017 წლის სექტემბერში ჩაწერა ვიდეო მიმართვა, რომელშიც რუსეთს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს“, – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საერთო ჯამში, რუსეთის სანქციების ქვეშ მოქცეულთა სიაში აშშ-ის 963 მოქალაქეა. მათ შორის არიან პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, Meta-ს (რუსეთში ექსტრემისტად აღიარებული და აკრძალული) დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, ისევე როგორც რიგი სხვა ბიზნესმენები, ამერიკელი პოლიტიკოსები, ექიმები, აქტივისტები და ჟურნალისტები.
ავტორი