რუსეთმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მან, ასევე გასცა ბრძანება რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით და მოითხოვა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგი მოვლენების განვითარებაზე უკრაინას დაეკისრება.
“არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა ვაღიარო. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ მომზადდეს გადაწყვეტილება ამ რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. რაც სასწრაფოდ უნდა შევიდეს ძალაში და ამოქმედდეს. მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგი მოვლენების განვითარებაზე და სისხლისღვრაზე, დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. ამ გადაწყვეტილებებში რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს” – თქვა პუტინმა.
რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.
[sexy_author_bio]