უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 500 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
- ტანკი – 7 650 ერთეული [+15]
- ჯავშანტექნიკა – 14 786 ერთეული [+11]
- საარტილერიო სისტემა – 12 929 ერთეული [+27]
- MLRS – 1 082 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 814 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 356 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 414 ერთეული [+4]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 209 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 17 608 ერთეული [+39]
- სპეცტექნიკა – 2 104 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 603 თვითმფრინავი
- 274 ვერტმფრენი
- 24 590 უპილოტო საფრენი აპარატი
- 524 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 149 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 311 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 9 802 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 21 966 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.