რუსეთმა სანქციების მხარდაჭერისთვის ათასამდე ამერიკელს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების საპასუხოდ. სანქცირებულთა სია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 მაისს გამოაქვეყნა. ოფიციალური მიზეზი „რუსოფობიის წაქეზებაა“.
პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის გარდა, რუსეთში შესვლა ეკრძალებათ პრეზიდენტ ბაიდენის შვილს, სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს და CIA-ს დირექტორს უილიამ ბერნსს.
რუსეთის მიერ აკრძალული 963 ამერიკელის სიაში, ასევე სამი გარდაცვლილი სენატორია: ყოფილი ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი, ორინ გეჩი და დემოკრატი სენატორი ჰარი რიდი.
სენატორი მაკკეინი გარდაიცვალა 2018 წელს, სენატორი რიდი გასული წლის დეკემბერში, ხოლო სენატორი ორინ გეჩი მიმდინარე წლის მაისში გარდაიცვალა. რუსეთის ხელისუფლებამ, გარდაცვალების მიუხედავად, სანქციების რეჟიმის შენარჩუნება საჭიროდ მიიჩნია.
რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერისთვის პერსონალური სანქციები, მსახიობ მორგან ფრიმენსაც დაუწესა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2017 წლის სექტემბერში ფრიმენმა ჩაწერა ვიდეო, სადაც რუსეთი აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.
ავტორი