დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში სახმელეთო საბრძოლო ძალების თითქმის ერთი მესამედი დაკარგა, – ამის შესახებ Fox News-ი წერს.
უწყების ინფორმაციით, რუსეთმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი წინსვლა.
„რუსეთმა, სავარაუდოდ, დაკარგა თავისი სახმელეთო საბრძოლო ძალების მესამედი უკრაინაში. მიუხედავად თავდაპირველი მცირემასშტაბიანი მიღწევებისა, რუსეთმა ვერ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას ტერიტორიული თვალსაზრისით“, – აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, სამინისტროს პროგნოზით, რუსეთი კიდევ უფრო მეტ დანაკარგს უნდა ელოდოს. უწყება დასძენს, რომ აგრესორის ჯარის რიგებში მებრძოლთა მოტივაცია სულ უფრო მცირდება და „შემცირებული საბრძოლო ეფექტურობა“ იკვეთება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, ასევე განაცხადა, რომ ეს დანაკარგები აუცილებლად გაუარესდება, რადგან ტაქტიკური და დამხმარე აღჭურვილობა კვლავ ამოიწურება.
„ეს შეფერხებები აუცილებლად გამწვავდება კრიტიკული საშუალებების დაკარგვით, როგორიცაა ხიდის აღჭურვილობა და დაზვერვა, სათვალთვალო და სადაზვერვო თვითმფრინავები. რუსული შეიარაღების აღჭურვილობა დეფიციტური იყო მთელი კონფლიქტის განმავლობაში, რაც ანელებს და ზღუდავს შეტევითი მანევრების განხორციელებას“,_ აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვა.
ავტორი