ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის 10 რეგიონი დაბომბა- ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
“აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა. ყველა განადგურებული სიცოცხლისთვის. უკრაინისკენ გასროლილი ყველა რაკეტისთვის”, – დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ცალკე განცხადებაში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა იყენებს „ყოველ დღეს და ყოველ კვირას“, რომ ფრონტზე თავდაცვა, ხოლო საერთაშორისო პოზიციები გლობალურ არენაზე გააძლიროს, რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად.
ინფორმაციისთვის, რუსეთმა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ამის საპასუხოდ დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ 13596 სანქცია დააწესა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო.