17 ნოემბერს კიევის თავზე ჩამოგდებული ერთ-ერთი საკრუიზო რაკეტა აღჭურვილი იყო ბირთვული ქობინის სიმულატორით.
როგორც Defense Express საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ეს იყო X-55 საკრუიზო რაკეტა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ რაკეტას ქობინის ნაცვლად ჰქონდა „დახრახნილი“ ბლოკი, რომელიც მოქმედებდა როგორც ბირთვული ქობინის სიმულატორი
ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთში საკრუიზო რაკეტების მარაგი კრემლისთვის კრიტიკულ დონემდე იწურება. ამის დასტურია „ბირთვული არსენალიდან“ Kh-55 რაკეტის გამოყენების ფაქტი.
ავტორი