30 სექტემბერს, დილით, რუსეთის ჯარებმა, ზაპოროჟიესთან რაკეტებით დაბომბეს სამოქალაქო ჰუმანიტარული კოლონა – ამის შესახებ ტელეგრამზე Zaporizhia OVA-ს თავმჯდომარემ ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.
,,ხალხი რიგში იდგა, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულიყვანენ, ახლობლების წამოსაყვანად და დახმარების მისატანად,“ – წერს სტარუხი.
მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი, ხოლო 28 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მელიტოპოლის მერის, ივან ფედეროვის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან მელიტოპოლის მცხოვრებლებიც.