უკრაინის პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს.
„ეს არის ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთმა დაიწყო, რომელსაც რუსეთი აგრძელებს და რომლის დასრულებაც რუსეთს არ სურს. უკრაინა იცავს საკუთარ მიწას, თავის სუვერენიტეტს, თავის ტერიტორიას. უკრაინა მშვიდობისთვის იბრძვის. ეს XXI საუკუნის სასტიკი პარადოქსია და ჩვენთვის ეს რეალობაა“, – წერს ზელენსკი.