BBC-ის ინფორმაციით, მკვლევარი სახმელეთო ომისა და სამხედრო მეცნიერებების სამეფო გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტში, ჯეკ უოტლინგი აცხადებს, რომ რუსეთს სამხედრო ძალების 75% უკრაინაში ჰყავს შეყვანილი.
მან განუცხადა BBC Radio 4-ის გადაცემას დღეს, რომ რუსული ჯარის დიდი ნაწილი ბელარუსიდან სამხრეთით მიიწევს წინ და იწყებს პირობების შექმნას კიევზე შესატევად.
კითხვაზე, რომელიც რუსეთის მიერ გრადის ტიპის რაკეტების გამოყენებას ეხება, უოტლინგი აღწერს ამ იარაღს, როგორც მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს, რომლებიც უმართავს უმართავ რაკეტებს ისვრის. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ზოგიერთი მათგანი შეიცავდა კასეტურ საბრძოლო მასალას.
”ეს არის ის ფაქტი, რომ ისინი უმართავნი არიან და თქვენ ათავსებთ დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებებს მჭიდროდ დასახლებულ სამოქალაქო ზონაში”, – ამბობს ის.
მისი თქმითვე, უკრაინის არმია აღარ ფუნქციონირებს სამხედრო ფორმირებებში,მაგრამ ახლა საკმაოდ ფიქსირებულ დაცვით პოზიციებზეა და სულ უფრო მეტად ხდება ტერიტორიული თავდაცვისა და მოხალისე ძალების ნაწილი, რომლებთან ერთადაც მოქმედებს.