რუსეთში, ბაშკირეთის გუბერნატორმა რადი ხაბიროვმა განაცხადა, რომ სტერლიტამაკში, „ავანგარდის“ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
„სამი ადამიანი დაიღუპა, ყველა ქალი. მათ შორის იყო 2002 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალი. ორ ქალს შვილები დარჩა. კომპანია საჭირო დახმარების ზომებს უზრუნველყოფს და კომპენსაცია აუცილებლად გადაიხდება“, – დაწერა მან Telegram-ზე.
ხაბიროვის თქმით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
გუბერნატორმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქება უკრაინული დრონების დარტყმის შედეგი იყო. ხაბიროვის თქმით, აფეთქების მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.






























































