რუსეთში რამდენიმე აქტივისტის და ჟურნალისტის ბინების კარებზე საომარი სიმბოლიკა, ასო Z და V დააწერეს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Sota-მ გაავრცელა.
გამოცემა წერს, რომ ტელეგრამ-არხის, Протестный МГУ-ს ავტორს, დმიტრი ივანოვს, კარზე წარწერა “არ უღალატო სამშობლოს, დიმა” და სამი Z-ი დაუტოვეს. მსგავსი ფრაზები დააწერეს აქტივისტ ოლგა მისიკის, Sota-ს ჟურნალისტის, ანა ლოიკოს და მოძრაობა სოციალისტური ალტერნატივის ერთ-ერთი მხარდაჭერის კარზე. ამ უკანასკნელის მეზობლის თქმით, კარზე წარწერა სამმა ახალგაზრდა კაცმა გააკეთა. სოციალისტური ალტერნატივის წევრები მიიჩნევენ, რომ წარწერები მემარჯვენე აქტივისტებმა დატოვეს, რომლებიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მითითებით მოქმედებდნენ.
გამოცემა Sota წერს, რომ ეს მესიჯები შეიქმნა და გაავრცელა უცხოური მედია საშუალების მიერ, რომელიც მოქმედებს როგორც უცხოური აგენტი და რუსული იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს როგორც უცხოური აგენტი.
,,Ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. გთხოვთ მხარი დაუჭირეთ მედუზას.“
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ასოები – Z და V, ფაქტობრივად, “სპეცოპერაციის”, ომის ოფიციალურ სიმბოლოდ იქცა. თავდაპირველად, ეს აღნიშვნები გამოჩნდა უკრაინაში შესულ რუსულ სამხედრო ტექნიკაზე, შემდეგ კი რუსეთში მისი გამოყენება ომის მხარდამჭერებმა და კრემლის პროპაგანდისტებმა დაიწყეს.
ავტორი: მერაბ ცაავა