რუსეთში, ბორისოვის, ბელგოროდისა და იაკოვლევსკის რაიონების საზღვარზე აფეთქება მოხდა – ინფორმაციას რუსული ტელეარხი NTV სოციალურ ქსელ Twitter-ზე ავრცელებს.
ტელეკომპანია ფაქტის ამსხველ ფოტო მასალსას აქვეყნებს სადაც ჩანს ძლიერი კვამლი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქება სტრელეცკის დასახლებაში მოხდა, სადაც საბრძოლო მასალის საწყობია განთავსებული.
ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ადასტურებს. მისი ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადგილობრივი დაშავდა, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.
რუსეთის ხელისუფლებას მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, მათ შორის ბელგოროდში, ბოლო დღეებში საწვავისა და საბრძოლო მასალის საცავებში რამდენიმე აფეთქება და ხანძარი მოხდა.